რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან არაბულმა (+130 კგ) - ვერცხლის, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. არაბული ფინალში რუმინელ ალინ ალეხუჩ ჩიურარიუსთან 1:6 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. წურწუმიამ ავსტრიის სახელით მოასპარეზე სარგის გევორგიზიანი (8:0), მოლდოველი არტიუმ დელანუ (8:0) დაამარცხა, ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევთან წააგო (2:5), ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუმინელი ფლორინ ტიტა დაჯაბნა - 8:0.