საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე ორი საჰაერო იერიშის შედეგად ე.წ შავი ოქროს ფასმა ბოლო თვეების მაქსიმუმს მიაღწია და 5%-ით გაიზარდა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად Brent-ის ტიპის ნავთობზე საწვავის ფასი 71,95 დოლარამდე გაიზარდა.
ფასების მატება მას შემდეგ შენელდა, რაც დონალდ ტრამპმის განკარგულებით გასაყიდად სარეზერვო საცავები გახსნეს.
არაბული სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ინფორმაციით, შეტევამ ქვეყნის ნავთობწამროება დღეღამეში 5,7 მილიონი ბარელით შეამცირა, რაც ნავთობის გლობალური მიწოდების 5 პროცენტია. ძველ ნიშნულამდე დაბრუნებას კი სულ ცოტა ერთი კვირა დასჭირდება.
შეგახსენებთ, დრონებმა საუდის არაბეთის უმსხვილეს ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ ობიექტებზე, ბოქიაქსა და ჰურაისში თავდასხმა ორი დღის წინ განახორციელეს. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-ი კი აცხადებს, რომ მომხდარში ირანს მიუძღვის ბრალი, თავად თეირანი ბრალდებებს უარყოფს.