არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ პრეზიდენტად აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით,პრეზიდენტის არჩევამდე საბჭოს წევრები აბუ-დაბიში, ალ-მუშრიფის სასახლეში შეიკრიბნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა არაბთა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და დუბაის მმართველი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მახთოუმი. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი 13 მაისს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.