პროტესტის მეორე დღე - იუსტიციის სახლთან ხმაურიანი აქცია კვლავ გრძელდება. "გვაქვს მოწოდება,იმაზე რომ განსაკუთრებით ირანელებზე არ გასხვისდეს მიწა. ისინი ჩვენი ისტორიული ოკუპანტები არიან“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. მათივე განმარტებით, არ სძულთ ირანელები, თუმცა მიაჩნიათ რომ მათ ქართული მიწა არ უნდა იყიდონ. პროტესტის აქციის ორგანიზატორები ამბობენ იმასაც რომ ქსენოფობიური განცხადებების გაკეთების გამო , პოლიციამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და თითოეული მათგანიც დაკითხა. შეგახსენებთ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნით იუსტიციის სახლთან აქცია უკვე ორი დღეა იმართება