პრეზიდენტის განცხადებას, რომ ის ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ მზად არის, პატრიოტთა ალიანსი მიესალმება. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილის ეს განცხადება არაადექვატურს ჰგავს. ამავე განცხადების გამო, პრეზიდენტი კრიტიკის ობიექტი გახდა ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოშიც.