"არა ქუჩის აკადემიას" - ამ სახელწოდებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სტუდენტებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანაშაულებრივი და აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს. მათი თქმით, შესაბამისმა ორგანოები აღნიშნულთან მიმართებით უფრო უნდა გაააქტიურონ მუშაობა, რათა შემცირდეს მოზარდებს შორის ძალადობრივი ქმედებები. აქციის მონაწილეები მოსწავლეთა უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად ასევე მანდატურის სამსახურის რეფორმასა და სკოლებში მეტალოდეტექტორების დამონტაჟებას მოითხოვენ. შეკრებილი სტუდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობა მათ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს და შესაბამისი ზომების გატარება უმოკლეს დროში დაიწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.