არ ვიცოდი, რომ მერობის კანდიდატად რეგისტრაციის პროცედურები 25 აგვისტოს სრულდებოდა - კახაბერ ცისკარიძე - Palitra News

არ ვიცოდი, რომ მერობის კანდიდატად რეგისტრაციის პროცედურები 25 აგვისტოს სრულდებოდა - კახაბერ ცისკარიძე

2017-08-28 19:44:41+04:00

მომღერალ კახაბერ ცისკარიძის განცხადებით, არ იცოდა, რომ ბათუმის მერობის კანდიდატად რეგისტარციის პროცედურები 25 აგვისტოს დასრულდა. როგორც ცისკარიძემ განაცხადა, ახლა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ კვალიფიციურ სუბიექტთან, რომელსაც შესაბამისი პროცედურები უკვე გავლილი აქვს. კახაბერ ცისკარიძე არ აკონკრეტებს, ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ადასტურებს, რომ ეს არ არის "ქართული ოცნება". ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძის განცხადებით, მერობის მსურველ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი 25 აგვისტომდე უნდა გაეკეთებინა, რის შესაბამისადაც, ცისკარიძე მერობის კანდიდატი ვეღარ იქნება.

იხილეთ: კახა ცისკარიძემ ბათუმის მერობის კანდიდატად რეგისტრაცია დააგვიანა და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებსბათუმი უკეთესობისკენ უნდა შევცვალო, კახაბერი "კახა მერი" უნდა გახდეს - კახაბერ ცისკარიძე