12:21
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
არ ვიცი რა მოხდა და რატომ მოკლეს, მხოლოდ ის ვიცი, რომ... - რას ჰყვება მოკლული ანასტასია შატალოვას დედა?
30-11-2021

მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახი და ადვოკატი მკვლელობის დამკვეთის დადგენის მიზნით დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

როგორც „პალიტრანიუსთან“ საუბარში ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, ცალკე წარმოებად დაწყებული გამოძიება, რომელმაც შატალოვას მკვლელობის დამკვეთი უნდა გამოავლინოს, „თაროზეა შემოდებული“.

ადვოკატის თქმით, მათ გამოძიებაში საქმის მასალები წარადგინეს, მათ შორის, ანასტასია შატალოვას სიცოცხლისდროინდელი ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მას ბავშვის მამა, ზურაბ ბერიძე ქილერით ემუქრებოდა.

„რამდენიმე დღის წინ, ანასტასია შატალოვას დედამ, ქალბატონმა სვეტლანამ ინფორმაცია წარადგინა გამოძიებაში, რაც საეჭვო ავტომანქანებს უკავშირდება. მისი გადმოცემით, ეს არის ის ავტომაქანები ნომრების მითითებით, რომლებიც ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე დასდევდა და უთვალთავლებდა ანასტასია შატალოვას. ამ მიმართულებით, გამოძიება მაინც და მაინც დიდ დაინტერესებას არ გამოთქვამს, რაც ვფიქრობ, გონივრულ ეჭვს აჩენს იმისას, რომ ვიღაც შესაძლოა, დაინტერესებულია იმ თემით, რომ საქმეზე დამკვეთის კუთხით ჭეშმარიტება არ დაგდინდეს“, - აცხადებს შავაძე.

მისივე თქმით, გამოძიებას სისხლის სამართლის ის მასალები მიაწოდა, რომელიც ზურაბ ბერიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებს უკავშირდება. ადვოკატის განმარტებით, მან ვერც ამ კუთხით დაინახა გამოძიების მხრიდან დაინტერესება, რაც კიდევ უფრო უღრმავებს ეჭვებს, რომ გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს.

მოკლული ქალის დედის, სვეტლანა შატალოვას განცხადებით, ანასტასია შატალოვას მტრები არ ჰყოლია.

„არ ვიცი რა მოხდა და რატომ მოკლეს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ხშირად მირეკავდა და მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ, ზურაბთან უნდა მოვაგვარო სიტუაცია, რომ ბავშვი არ წამართვასო. ბოლოს აქ ჩამოვფრინდი, დავრჩი 23 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე, სულ უკან იხედებოდა და მეუბნებოდა მითვალთვალებენო, ზურაბის გარდა, ვის შეეძლო მისთვის ეთვალთვალა, არ ვიცი, მტრები არ ყოლია. ძალიან ბევრი ფაქტია მის წინააღმდეგ, ბავშვი მის სახლშია, ის ძალიან ბევრ დროს, ენერგიას და ფულს ხარჯავდა, რომ შვილი მას დარჩენოდა, ახლა ეს ყველა პრობლემა გადაწყვეტილია. უთვალთვალებდნენ ასევე ძიძასაც, როცა ის ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდა.

პოლიციაში ვიყავი, მითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, სამი დაკავებულია, ისინი ბრალს არ აღიარებენ, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომ სწორედ მათ მოკლეს ანასტასია“, - აცხადებს შატალოვას დედა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობას და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

AutoPlay
"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავს
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტს გადაჰყვა - მამუკა ხაზარაძე
გამოქვეყნდა 10 წუთის წინ
ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება
გამოქვეყნდა 17 წუთის წინ
რომელ რაიონებში ამოქმედდება 1-ელი მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა?
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
კახა კალაძის განცხადებით, მომავალი თვიდან უსახლკაროს სტატუსის მქონე 15-16 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილდება
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები