20:32
26 მაისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
არ ვფიქრობ, რომ რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში ყოფნა ხუთწლიანი ვადით შემოიფარგლება - ნიკოლ ფაშინიანი
25-11-2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში ხუთ წელზე მეტი ხნის ვადით დარჩებიან. „ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიების შექმნა უნდა მოესწროს, მაგრამ ვინაიდან ყარაბაღის კონფლიქტი გაჭიანურებულია, არ ვფიქრობ, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების რეგიონში ყოფნა ხუთწლიანი პერიოდით შემოიფარგლება“, – განაცხადა ფაშინიანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის გაფორმებული შეთანხმება მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ, სხვა პირობებთან ერთად, რეგიონში რუსი სამშვიდობოების 5 წლის ვადით განთავსებასაც ითვალისწინებს. თუმცა, ხელშეკრულების თანახმად, მათი იქ ყოფნის ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ 5 წლით, თუ არც ერთი მხარე არ მოითხოვს 6 თვით ადრე შეთანხმების ამ პუნქტის შეწყვეტას.

AutoPlay
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართულ ჯარს, პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებასა და დიპლომატებს სიტყვით მიმართა
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის საზღვრებიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძმებო! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებით გაანათეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები