პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პიკეტირებებით და მსგავსი აქციების ხელმძღვანელობით ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს ვერ მიიღებს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყანა რაიმე შედეგს მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ მხარეებს შორის საუბარი გაგრძელდება. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე თანამოქალაქეებს, თხოვს შეკრების მშვიდობიან ფორმებს დაუბრუნდნენ და გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ, პოლიტიკოსები კი გააგრძელებენ კონსულტაციებს და დიალოგს.