გურამ ფალავანდიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დატოვა. მასთან ერთად აქციას კიდევ რამდენიმე პირი გამოაკლდა. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, რომლებიც ადგილზე რჩებიან, აცხადებენ, რომ ჯერ მიზანს ვერ მიაღწიეს.
პარლამენტის წინ ორი აქცია მიმდინარეობს. ერთზე "თბილისი პრაიდის" მიერ "ღირსების მარშის" ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან, მეორე აქციის მონაწილეები კი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. ორივე პროტესტის მონაწილეებმა მთელი ღამე რუსთავლეის გამზირზე გაატარეს.