საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მამის, მამუკა გოგოჭურის განცხადებით, ბინაში, სადაც მისი შვილი მეგობართან ერთად პოლიციამ აიყვანა, არც იარაღია აღმოჩენილი და არც სხვა რამ უკანონო ნივთი. როგორც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას მამუკა გოგოჭური ამბობს, მისი შვილი „ბულკი“ არ არის, თუმცა, ამ შემთხვევაში უდანაშაულოა. როგორც გოგოჭური ამბობს, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პირი, რომელიც მის შვილთან ერთად დააკავეს, ძებნილი იყო.მისივე თქმით, მინდია გოგოჭური სამჯერ არის ნასამართლევი, თუმცა, ეს ნასამართლეობები გაქარწყლებული აქვს. რაც შეეხება ტარყაშვილის დედის, თამილა კოჭლამაზაშვილის ბრალდებებს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის მონაწილედ მინდია გოგოჭურსაც ასახელებს, მამუკა გოგოჭურის თქმით, ეს ბრალდებები აბსურდია.