არ უნდა გვეგონოს, რომ ბრძოლა დასრულებულია და გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი - პრემიერი - Palitra News
რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის დროს საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა ქვეყანამ პანდემია დაამარცხოს. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგის შენარჩუნებას გაცილებით მეტი შრომა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება.