არ სურთ პატრიარქმა სიმართლე გაიგოს, ამიტომაც ადვოკატებთან ერთად პატრიარქთან შეხვედრაზე უარი გვითხრეს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ განაცხადა, რომელიც კათალიკოსთან აუდიენციაზე , ადვოკატების დასწრებას ითხოვს. თორნიკე მამალაძე არ აკონკრეტებს, კონკრეტულად თუ ვინ ბლოკავს ოჯახთან ერთად საპატრიარქოში ადვოკატების მისვლის საკითხს. პატრიარქთან გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შორის შეხვედრა ორშაბათს უნდა შემდგარიყო თუმცა, იმის გამო რო ოჯახმა ილია მეორესთან ერთად ადვოკატების მისვლაც ითხოვა , შეხვედრა გადაიდო.როგორც დეკანოზის ადვოკატი განმარტავს, იმისათვის რომ პატრიარქი ინფორმაციული იყოს, სასურველია შეხვედრას დაცვის მხარეც დაესწროს. ამას გარდა ილია მეორესთან პირისპირ შეხვედრას კვლავ ითხოვს ბრალდებული დეკანოზი. მას ასევე აქვს სურვილი შეხვდეს სხვა სასულიერო პირებსაც, თუმცა როგორც ადვოკატი განმარტავს, ამის საშუალებასაც მათ მეუფე იაკობი არ აძლევს.