საფინანსო კომპანია ”საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეები თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.მათი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ განაცხადი შეიტანეს იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია გაიმართებოდა და მოითხოვეს ბიოტუალეტების დადგმა. თუმცა, აქციის მონაწილეთა თქმით, თბილისის მერიას ამ მოთხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენია. საფინანსო კომპანია ”საქართველოს” დაზარალებული უკვე მეხუთე დღეა მთავრობის ადმინიტრაციასთან შიმშილობას განაგრძობენ.