"არ მომიკლა დედა", "შენი სიჩუმე კლავს", - ამ ლოზუნგით ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციის წევრ ქალებმა აქცია პერფომანსი გამართეს. სიმბოლურად შავ სამოსში გამოწყობილებმა თბილისში ქმრის მიერ 31 წლის ზუგდიდელი სოფო კვარაცხელიას მკვლელობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები გააპროტესტეს.