სამწუხაროდ, გვყავს ძალიან უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელსაც მანდატი მიენიჭა, ხალხმა ნდობა გამოუცხადა და ის არ შემოდის პარლამენტში. კითხვა, ალბათ, მათ მიმართ უნდა დაისვას, ისინი გრძნობენ თუ არა თავს უხერხულად,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გადაცემის წამყვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გაირა თუ არა პარლამენტში ერთი პარტიის მუშაობის უხერხულობამ.მისი განმარტებით, ოპოზიციას ხელიდან ის არგუმენტიც გამოეცალა, რომელზეც მათ შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას აპელირებდნენ და ერთ-ერთი სანდო ორგანიზაციის დასკვნის შედეგად, მათი განცხადებები ტყილი აღმოჩნდა. ამიტომ კუჭავას განცხადებით, ამ ყველაფრის შემდეგ იმის თქმა, რომ პარლამენტში არ შევლენ, უხერხულობას სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა უქმნიდეს.