მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები და ეს მართლაც ასეა, ვინც არაფერს აკეთებს, ისიც უშვებს შეცდომებს ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩართვაში აცხადებს, ვანო მერაბიშვილი მისგან განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები, თუმცა, შეუცდომელი არავინ არსებობს.
საინტერესო რა იყო ვანოს საუბარში - ახლა ამბობენ, რომ ენა ისე არ აქვს მომართული და რაღაც, უკაცრავად მეგობრებო, ეს ადამიანი 7 წელი იყო წამების პირობებში, იმიტომ, რომ სამარტოო საკანი, ეს არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან და ის არ გატყდა, არ შეეპუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხით თავის პოზიციაში. ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას, იმიტომ რომ გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, აი, ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე, ერთადერთი დაწერე რა, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა. ალბათ, რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში. მერაბიშვილმა დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა მათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში და ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც ამდენ ხანს ავიწროებდნენ მას",- განაცხადა სააკაშვილმა.