02:12
21 იანვარი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ლიდერი
არ მინდა ვიყო ვარსკვლავი, მე ლეგენდა ვიქნები! - თანამედროვე მუსიკის ლეგენდად და მილიონობით ადამიანის კერპად ქცეული ფრედი მერკური, რომელმაც იშვიათი ქარიზმისა და ექსტრავაგანტულობის წყალობით მოიპოვა პოპულარობა
02-12-2021

ფრედი მერკური - თანამედროვე მუსიკის ლეგენდად და მილიონობით ადამიანის კერპად ქცეული ფრედი მერკური, რომელმაც იშვიათი ქარიზმისა და ექსტრავაგანტულობის წყალობით მოიპოვა პოპულარობა, რეალურ ცხოვრებაში საოცრად მორცხვი, მორიდებული იყო და სწორედ ამიტომ გაურბოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას. მართალია, საკუთარ ნამუშევრებს მუსიკოსი „ყოველდღიური მოხმარებისთვის შექმნილ სიმღერებს“ უწოდებდა, მაგრამ ირონიის მიუხედავად, მისი კომპოზიციების დიდი ნაწილი მაინც შედევრად იქცა და მსოფლიო როკის ოქროს კოლექციაში შევიდა.

ფარუჰ ბულსარა 1946 წლის 5 ნოემბერს დაიბადა ბრიტანეთის კოლონიად ქცეულ ზანზიბარის კუნძულზე, დედაქალაქის ძველ რაიონში, რომელსაც ქვის ქალაქს უწოდებდნენ.  მისი მშობლები ბომი და ჯერი ბულსარები ირანული წარმოშობის პარსების ეთნოკომფესიურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ და ზოროასტრიზმის მიმდევრებად ითვლებოდნენ, ამიტომ უფროს შვილს მეტად ორიგინალური სახელი დაარქვეს, რაც  „მშვენიერს“ ან „ბედნიერს“ ნიშნავს.

1954 წელს უფროსმა ბულსარამ, რომელიც მშობლიურ ზანზიბარში ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს მოლარედ მუშაობდა, ინდოეთში გადაბარგება და ბომბეიში დასახლება გადაწყვიტა, 6 წლის ფარუჰი კი, სახლიდან 150 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ პანჩგანაში გაამგზავრა საკუთარ ძმასთან. მომავალი მუსიკოსი წმინდა პეტრეს ინგლისურენოვან სკოლაში ჩაირიცხა და სწორედ იქ დაინტერესდა პირველად მუსიკით, როცა ბოლივუდის ვარსკვლავს ლატა მანგეშკარს მოუსმინა.

AutoPlay
„სინამდვილეში, წარმატების საიდუმლო არ არსებობს, იყავით გულწრფელი, იმუშავეთ მთელი გულით და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს“ - ცნობილი ტელეწამყვანი, პირველი აფროამერიკელი მილიარდერი და ყველაზე გავლენიანი ქალბატონი მთელ მსოფლიოში ოპრა უინფრი
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
კოლეგებისგან განსხვავებით, ნაკლებად ქარიზმატული ანგელა მერკელი არასდროს საუბრობდა ხმამაღლა და არ მიმართავდა სკანდალურ განცხადებებს - 16 წელი გერმანიის კანცლერის პოსტზე და ანგელა მერკელის ისტორია
13-01-2022
როკფელერები - შეერთებული შტატების ოქროს ხანის სიმბოლოდ ქცეული გვარი და 21-ე საუკუნეში დაკარგული სტატუსი და ჩვეული რესპექტაბელურობა
06-01-2022
"ყველაზე საშინელი შხამი შეგრძნებაა, რომ უკვე მიაღწიე იმას, რაც გსურდა" - გაიცანით ადამიანი, რომელიც 70 წელი "იკეას" ხელმძღვანელობდა და მხოლოდ 89 წლის ასაკში გადაწყვიტა შვილებისთვის გადაცემა
30-12-2021
„თავი მაღლა ასწიე და ნუღარასოდეს დახრი მას! მუდამ გაიღიმე, რადგან ცხოვრებაში ყოველთვის არის ვიღაც, ვისთვისაც ეს ნამდვილად ღირს“ - ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, სექს-სიმბოლო მერილინ მონრო
23-12-2021
"ბიზნესის ძალიან მარტივი წესი არის უმარტივესი საქმეებით დაწყება, ასე რომ პროგრესი მოვა" - ახალგაზრდა ბიზნესმენი მარკ ცუკერბერგი, რომელმაც ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook შექმნა და 23 წლის ასაკში მილიარდერი გახდა
16-12-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები