შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს. კითხვაზე, "მიხედავს" თუ არა ის სამართლებრივად აღნიშნულ საკითხს, გახარია პასუხობს, რომ როცა მიხედავს, ნახავს ყველა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, "რაღაც პერიოდი დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდეგ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს, სრულად აღვასრულებ". ხოლო კითხვაზე, თუ რა აზრის იყო მინისტრი მამუკა ხაზარაძის მოწოდებაზე, წერილთან დაკავშირებით სასამართლოში ემართლებინა თავი, მინისტრმა "იმედის" ეთერში უპასუხა, რომ ხაზარაძემ სჯობს კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს.