„ლელო საქართველოსთვის" წევრს, ანა ნაცვლიშვილს არსებული ვითარების გათვალისწინებით არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში გარღვევა მოხდება და ისინი შეთანხმებას მიაღწევენ. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, ამის თქმის საფუძველს ის აძლევს, რომ მოლაპარაკების ფარგლებში ორივე მხარე თავის პოზიციებზე მყარად დგას.