ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე ბიძინა ივანიშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
"როცა უბანში ყველაზე მდიდარი ხარ, ბევრი შენი ხელიდან იკვებება, შენ გემსახურება და ამით გაზულუქებულ შენ შვილებს თავში აქვთ ავარდნილი… დათარეშობენ… ხან მეზობლებს ფანჯრებს ჩაუმტვრევენ, ხან მანქანას დაულეწავენ, მათ შვილებს ჩაგრავენ, რადგან ფიქრობენ, რომ "ეკუთვნით"… შეწუხებული ხალხი მოგაკითხავს და შენ ეუბნები - მე რა შუაში ვარ, ზრდასრულები არიან, იმათ მოკითხეთო… კარგი მშობელი ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, შვილებს როზგის ქვეშ გაიგდებდა, მოთოკავდა, უბანს მოაშორებდა და თუნდაც "სასწავლებლად გაუშვებდა"… არ ხარ, ბიძინა, შენ კარგი მშობელი…", - წერს ხუხაშვილი.