არ იზღუდება არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლების უფლებები - სალომე ზურაბიშვილი - Palitra News

არ იზღუდება არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლების უფლებები - სალომე ზურაბიშვილი

2020-03-21 15:30:42+04:00

შეზღუდვის დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვები არ შეეხო ისეთ უფლებებს, როგორიც არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. მისივე თქმით, მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება.