საბჭოთა რეჟიმს შეწირული კიდევ ერთი ოჯახი. არარსებული დანაშაულისთვის გამოტანილი განაჩენი - სამუდამო გადასახელება შორეულ ყაზახეთში. ირანში სამუშაოდ წასული და უკან ვეღარ დაბრუნებული სამშობლოსა და ოჯახს მონატრებული კაცის ტრაგიკული ცხოვრების დასასრული უცხო მიწაზე. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და დახვრეტილი მისი 17 წლის ქალიშვილი. გოგონა, რომელსაც სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა, დახვრეტილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო მთელს საბჭოთა კავშირში. "ტყვიის საფასური" ვარაზაშვილების მრავასულიანი ოჯახის ტრაგედიაზე მოგითხობთ.