დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მედიკამენტი :რემდესივირი" ქვეყანაში შემოვა მხოლოდ კვლევის ფარგლებში და არ გაიყადება. მოსახლეობას მიმართა, რომ ამის ილუზია არ უნდა შეიქმნან, რადგან ის არსად იყიდება და არც შეიძლება გაიყიდოს. ეს პრეპარატი მკაცრად ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, მხოლოდ სპეციალურ ჩვენებისას. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრეპარატთან მიმართებით მოლაპარაკებები აქვს და საუბარი იყო, რომ ოქტომბრის ბოლოს ის საქართველოში უნდა იყოს.