როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად „დაგასიაფანდებთ“. არ გიტყდებათ?! - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აკეთებს, რითიც თბილისში „სისხლიანი ბანერების“ გამოჩენას ეხმაურება.
სააკაშვილის განმარტებით, აღნიშნული ბანერების ავტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოყვანილი პირი, მოშე კლუგჰაფტია. მისი შეფასებით, სწორედ ის არის „გენერალი ქართული საზოგადოების ტვინების წინააღმდეგ ომში“.