არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებს დახოცილი ცხოველი ან ფრინველი ენახათ, - ამის შესახებ გარემოს დაცვის მინიტრმა გიგლა აგულაშვილმა ბორჯომის ხეობაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია ტყეში ხანძრის შედეგად განადგურებული ცხოველების შესახებ მას შემდეგ ექნება, რაც ხანძრის ლიკვიდირება მოხდება.