არ გიქმნით უხერხულობას, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც თვითონ პირადად, ან ვისი ოჯახის წევრიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა? - ეკა ბესელია ღარიბაშვილს - Palitra News
არ გიქმნით დიკომფორტს და უხერხულობას, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც თვითონ პირადად, ან ვისი ოჯახის წევრიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა, მის საარჩევნო შტაბს აძლიერებდა, აფინანსებდა, - ასე მიმართა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ღარიბაშვილი გამოირჩევა მკაფიო პოზიციით წინა ხელისუფლების მიმართ.