თბილისში მთელი დღის განმავლობაშ ძლიერი ნისლი და დამტვერიანება შეინიშნება. შესაბამისად დედაქალაქის მასშტაბით ხილვადობა ძალიან დაბალია. უჩვეულო ნისლმა დედაქალაქის მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ეს სმოგია ანუ დაბინძურებული ჰაერის მასა.გარემოს ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ რომ საგანგაშო არაფერი არ ხდება დაეს ნისლი მტვრის მასების გავრცელებით არის გამოწვეული. უფრო კონკრეტულად, სინოპტიკოსების განმარტებით., ნისლი და მტვერი განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიონის ქედზე შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
იხილეთ:
თბილისში რამდენიმე საათია ე.წ სმოგი შეინიშნება - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება