05:52
25 აპრილი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
არ გამოიყენოთ ღვინო დასაბასთურმებლად - რამდენიმე მეთოდი, როგორ უნდა შეწვათ მწვადი სწორად სახლსა თუ საპიკნიკე პირობებში, რათა საფრთხე არ შეგექმნათ
25-03-2019

ნახშირზე მწვადი მალე იწვება, მისი  შეწვისას გარეთა ფენის ტემპერატურა 150 გრადუსია, შიგნითა ფენის ტემპერატურა სიღმის მიხედვით იკლებს, თუმცა თუ მწვადი მაღალ ცეცხლზეა, შესაძლოა გარედან ისე დაიწვას, რომ შიგნიდან ვერც კი მოასწროს შეწვა. 

მწვადის შეწვისას არ უნდა იყოს ცეცხლი და ნაკვერჩხალი არ უნდა იყოს გავარვარებული, მკვეთრი წითელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შამფური ხშირად ატრიალოთ, რადგან რაც უფრო მეტი აქვს გარედან მწვადს შავი, დამწვარი ნაწილები, მით უფრო კანცეროგენულია ის. არსებობს მწვადი შეწვის სხვადასხვა მეთოდიც, მაგალითად შეგიძლიათ მწვადი ფქვილში ამოავლოთ, და ნაკვერჩხლზე შეწვათ. შემწვარი ხორცის ნაჭრებს მარტივად მოძვრება გარეთა ფქვილიანი გარსი,  შიგნითა ფენა კი უსაფრთხო და გემრიელი იქნება. ასევე შეგიძლიათ მწვადი შავ, უალკოჰოლო ლუდში დააბასთურმოთ. ასეთი მწვადი ძალიან სწრაფად იწვება და მცირეა იმის შანსი, რომ გარედან დაიწვას. უმჯობესია, თუკი დასაბასთურმებლად არ გამოიყენებთ ძმარს, ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს.

შედარებით უსაფრთხოა მწვადი, რომელიც სპეციალურად მოწყობილ მაყალზე  ვერტიკალურად იწვება,  რადგან ასეთი მოწყობილობა უზრუნველყოფს, რომ ცხიმი არ დაეწვეთოს  ნაკვერჩხალზე,   კვამლიც ზემოთ ადის და არ ბოლავს ხორცს.  ამ მხრივ უსაფრთხოა ელექტრო მაყალიც, თუმცა მას ბუნებაში ვერ წაიღებთ და მხოლოდ სახლის პირობებში გამოგადგებათ. თუ მწვადის შეწვას სახლში გადაწყვეტთ და ამისთვის ელექტრო მაყალი არ გაქვთ, რეცეპტს გასწავლით. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და წიწაკა,  წამოაცვით ხის ჩხირებზე ბეკონთან ერთად, მოათავსეთ ჩხირები სამლიტრიან ქილაში, დაუმატეთ გრძლად დაჭრილი ხახვი ისე, რომ ქილის ფსკერი დაიფაროს. ქილას  ზემოდან დააფარეთ ფოლგის ქაღალდი და ასევე ფოლგით შეფუთეთ ქილიდან ამოყოფილი ხის ჩხირებიც. მოათავსეთ ცივ ღუმელში და შეწვით 180 გრადუს ტემპერატურაზე 50 წუთის განმავლობაში.  ასეთი მწვადი ძალიან გემრიელი და საკმაოდ უსაფრთხოცაა, არ გადაგვიწყდეთ მწვადი ჩვეულებრივ მოხარშულ ხორცზე უფრო  დაბალკალორიული პროდუქტია და მას ხშირად წონაში კლების მიზნით დიეტაზე მყოფი ადამიანები ხშირად მიირთმევენ.  ასერომ ნუ იტყვით უარს მწვადზე, უბრალოდ მიირთვით ის იშვიათად და რაც მთავარია სწორად მომზადებული.  არის კიდევ ერთი გამოსავალი, რომელსაც მწვადის მოყვარულები მიმართავენ. დიდი რაოდენობით ბოსტნეული მწვადთან ერთად. ბოსტნეული შედგება უჯრედისისგან და ანტიოქსიდანტებისგან, რომელიც კანცეროგენულ ნივთიერებების მოქმედებას აქვეითებს. მაგალითად, შუა აზიელები, ერთ ულუფა მწვადს, კილოგრამამდე სხვადასხვა ბოსტნეულს აყოლებენ. 

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
დადებიდან რამდენი ხანი ინარჩუნებს კვერცხი სასარგებლო თვისებებს? - ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნელ-ნელა იწყებს ნივთიერებების დაკარგვას
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
3 მეთოდი, სააღდგომო კვერცხების შესაღებად - თუ გსურთ წითელთან ერთად, სუფრაზე ფერადი ატრიბუტიც გქონდეთ
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
"არცოდნა აკრძალულია" - კვერცხი
23-04-2019
5 მარტივი ხრიკი, რომლითაც გაიგებთ ქათმის კვერცხი ახალია თუ ძველი - რა უნდა იცოდეთ, რომ საღდგომო სუფრაზე გაფუჭებული პროდუქტი არ გქონდეთ
23-04-2019
მასში შემავალი ჰორმონები 3 სახის კიბოს რისკს ამცირებს, თუმცა არ უნდა მიირთვან წყვილებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს - რას უშლის ხელს სოიო კაცებში და ქალებში?
19-04-2019
ზედაპირზე მხოლოდ ხოჭო ამოტივტივდა.... - როგორ უნდა გაიგოთ დაზიანებულია თუ არა ლობიო და რომელ თვეში უნდა იყოს დამზადებული ბარდა?
18-04-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
daviti
26-03-2019
სადმე იყიდება შავი უალკოჰოლო ლუდი? მგონი ეგეთს საქართველოში ვერ იშოვი.
kaira
25-03-2019
დამწვარი და დანახშირებული ყველაფერი კარცენოგენურია. მწვადი რომ ცეცხლზე არ უნდა შეიწვას ეს ჩვენ ვასწავლეთ სხვებს. მაგალითად ა. დიუმამ წაიღო რეცეპტი, შემწვარი ხორცი რაპირაზე. (შამფური ეგრე გადათარგმნა). ხოლო ქილასი შემწვარი კი იქნება გემრიელი მაგრამ ეგ შეიძლება საკუთარ ორთქლში გამომცხვარი გამოვიდეს და არა შემწვარი. დანარჩენი კარგია, ოღონდ ალკოჰოლში დაბასტურმება რატომ არ შრიძლება? აქ არ არის ახსნილი. ყველა ძმარში ან ღვინოში აბასთურმებს. მე პირადად ლიმონი მომწონს.
სხვა სიახლეები