შოტლანდიელმა მეცნიერებმა გლაზგოს უნივერსიტეტიდან ჩაატარეს კვლევა და დაასკვნეს, როს საცხოვრებელი სახლების უმეტესობაში ტენიანობის დონე ნორმაზე ბევრად გადაჭარბებულია. ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, გარეცხილი სარეცხის სახლში გაშრობაა.ამ სამეცნიერო გამოკვლევაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. როგორც გაირკვა, 87% უპირატესობას სარეცხის სახლში გაშრობას ანიჭებს. საქმე ის არის, რომ აორთქლებული წყალი ოთახის ტენოანობას 30%-ით ზრდის, რაც იდეალური ფაქტორია ობის გასავრცელებლად, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი ეს ასთმიან და ალერგიულ ადამიანებს ეხებათ.მეცნიერები გირჩევენ, თუ თქვენ არ გამოირჩევით განსაკუთრებულად ძლიერი იმუნიტეტით, სარეცხი გარეთ, აივანზე გააშროთ, ან სპეციალურ საშრობ ოთახში.