ოდესის ყოფილი გუბერნატორი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრებს. მიხეილ სააკაშვილი ამ გზით შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტმა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში არ შეუშვებენ, რას აპირებს თავად მიხეილ სააკაშვილმა ხუმრობით უპასუხა, რომ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს. მისივე თქმით, პოროშენკოს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის ყოფილი უკრაინელი მესაზღვრეა და ქვეყანაში ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი იცის. 26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა.