"არ ჩააბეტონო კლანი" - დამოუკიდებელი იურისტებისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტთან აქცია გამართა,
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იურისტმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციანი სია ჩააგდოს. შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.
კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, გასაუბრება გვარის ანბანური თანმიმდევრობით გაიმართება.