ქალაქის საზღვრებში გადაადგილების, ბარიერების ეფექტურად და რაციონალურად გადალახვის ხელოვნება - სწორედ ასე განმარტავს უცხო სიტყვათა ლექსიკონი "პარკურს" - ფრანგულ სიტყვას, რომელიც "წინაღობების ზოლს" ან "დისტანციას" ნიშნავს. სინამდვილეში, პარკური ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც საფრანგეთის პატარა ქალაქ ლისში დაიბადა და მალე მთელი მსოფლიო დაიპყრო. არ არსებობს საზღვრები, არის მხოლოდ ბარიერები, რომელთა დაძლევა აუცილებელია. ბარიერი - თანამედროვე ქალაქის პეიზაჟის დეტალები: მრავალსართულიანი სახლების სახურავები, კედლები, ფანჯრები, კარებები, ღობეები და პარაპეტებია, რომელთაც უნდა გადაახტე, გადააბიჯო, ხელი ჰკრა, გადაძვრე და გაიქცე წინ ახალი ბარიერებისკენ. ასეთია პარკურის წესები - ურბანისტულ ქალაქში გადაადგილების ხელოვნება.