უმღერა თუ არა პეტერბურგში პირადად ვლადიმერ პუტინს - პაატა ბურჭულაძე ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებების მთავარი ადრესატი ხდება. გაერთიანებული ოპოზიიციის მხარდამჭერს თავად ოპოზიციაც აკრიტიკებს და მისგან განმარტებებს მოითხოვს. ძალა ერთობაშიას ლიდერები მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამენ და ამბობენ რომ პუტინის თანდასწრებით სიმღერა მათთვის მიუღებელია. „პაატა ბურჭულაძე იქნება თუ სხვა, პუტინის წინ სიმღერა ცუდია" - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. თუმცა, გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბურჭულაძეს წინასწარ არც სცოდნოდა, ესწრებოდა თუ არა პუტინი კონცერტს. ევროპულ საქართველოში კი ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, იქ მიაჩნიათ, რომ ბურჭულაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა, და ის ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა. ცნობისთვის პაატა ბურჭულაძემ 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა.