პარლამენტში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, თეა წულუკიანი არის მთავრობის ერთ-ერთი ოდიოზური წევრი, რომლის მინისტრობასაც უკავშირდება ქვეყნის უამრავი წარუმატებლობა. ამასთან, ოთარ კახიძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა მას გაუშვებენ, თუ საკუთარი ნებით წავა მთავრობიდან. უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია კი თეა წულუკიანთან ხანგრძლივი თანამშრომლობის პერიოდს იხსენებს და მას დადებითად ახასიათებს.