"არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი" - ექიმის ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი მოთხოვნით გადაიყვანეს - Palitra News

"არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი" - ექიმის ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი მოთხოვნით გადაიყვანეს

2018-03-21 11:26:23+04:00

ექიმის ინფორმაციით, "ქართული მარშის" წევრი სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი მოთხოვნით გადაიყვანეს და მას დაზიანებები არ აღენიშნება. სანდრო ბრეგაძე გუშინ ვაკე-საბურთლოს სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა, როცა საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. გუშინ "ქართული მარშის" წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს სანდრო ბრეგაძის ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი საავადმყოფოში გადაიყვანეს.