2018 წლის აპრილში, ვადაგადაცილებული სესხები 11 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა და 378 მილიონ 300 ათას ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.7 პროცენტი იყო. სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების 46.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55 პროცენტს გაუტოლდა.