2020 წლის აპრილში, ვადაგადაცილებული სესხები 10 მილიონ 800 ათასი ლარით შემცირდა და 492 მილიონ 600 ათას ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 34.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.7 პროცენტს გაუტოლდა.