2020 წლის აპრილში უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად დაზარალდა. საკონსულტაციო კომპანია Cushman&Wakefield-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ თვეს კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე პროექტების 11% შეჩერდა, 67% კი შეფერხდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67%-მა აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტების შესრულების დაწყება მინიმუმ სამი თვით ან უფრო რეალისტურად 1 წლით გადავადდა.
კვლევის ავტორები მთავარ შემაფერხებელ მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებენ, რომლის შედეგადაც არაერთი ეკონომიკური საქმიანობა შეჩერდა და ჩაიკეტა ქალაქები.
ამასთან, ბიუროკრატიული და სამართლებრივი ბარიერების გათვალისწინებით, მთავარ გამოწვევად პროექტების ჩაბარების ვადების დარღვევა სახელდება.
გასაკვირი არაა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვან დაბრკოლებად შემოსავლის მოსალოდნელი შემცირება სახელდება. თუმცა ფინანსური სირთულეები განსხვავებულად აისახა სხვადასხვა დეველოპერზე.
გაყიდვების შემცირების გარდა, დეველოპერთა ნაწილმა შემოსავლის კლების მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაასახელა.