2018 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში მინუს 0,2პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 0,4 პროცენტით შემცირდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე მინუს 0,11 პროცენტული პუნქტით აისახა.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასების 1,4 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში მინუს 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასები 0,4 პროცენტით არის შემცირებული, რაც თვის ინფლაციაზე მინუს 0.04 პროცენტული პუნქტით აისახა.