აპრილში ტურიზმის შემოსავალმა 188.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 70.6%-ია - ამის შესახებ გალტ & თაგარტის ტურიზმის ყიველთვიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში საქართველოს 214 644 ვიზიტორი ეწვია, რაც 160.1%- იანი წლიური ზრდა და 2019 წლის დონის 39%-ია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 52.3% შეადგინა. ტურისტული შემოსავლების მაჩვენებელი ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.
კვლევის ავტორთა ვარაუდით, საქართველოში 80 000-120 000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები. მათივე შეფასებით, მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი იყო უძრავი ქონების ბაზარზე. კერძოდ, 2022 წლის აპრილში- ქირის ფასები თბილისში წინა წელთან შედარებით 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა.