უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სურსათის მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შემდეგ საქართველოში ხორბლის იმპორტი იკლებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებულია 8 181 ტონა ხორბალი და მესლინი (2.9 მილიონი აშშ დოლარი), რაც 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე (7 364 მილიონი აშშ დოლარი), 73%-ით ნაკლებია.
წელსაც ქვეყანაში ხორბლის მთავარი შემომტანი რუსეთია - აპრილში ჩრდილოელი მეზობლისგან 8 117 ტონა ხორბალი ვიყიდეთ, რაც მთლიანი რაოდენობის 99%-ია. დანარჩენი 1% ყაზახეთსა და ავსტრიაზე მოდის.
ხორბლისგან განსხვავებით იზრდება ფქვილის იმპორტი - მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში სულ 16 269 ტონა ფქვილია შემოსული, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე 1 020%-ით მეტია. იმპორტირებულ პროდუქციაში 6 მილიონ დოლარზე მეტი გადავიხადეთ.
ფქვილის მთავარი მომწოდობელიც საქართველოსთვის რუსეთია, იმპორტირებული პროდუქციის 99% სწორედ რუსეთზე მოდის, 1% კი თურქეთსა და იტალიაზე.