საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლის აპრილთან შედარებით 36.3%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გამომუშავების 96%-ზე მეტი ჰიდროენერგიაზე მოდის, დანარჩენს კი თბოსადგურები და ქართლის ქარის სადგური იყოფენ.
ესკო-ს მონაცემებით, წინა წლის აპრილთან შედარებით 13.5%-ითაა გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარებაც და 1.2 მილიარდ კვტ.სთ-ს აღწევს, წინა წლის აპრილში მოხმარება 1.05 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენდა.
გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობის შევსება საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტით დასჭირდა - წელს ქვეყანამ 70.6 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 93%-ით ნაკლებია.