წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4,2 პროცენტია.
აღნიშნულ პერიოდში საქონლით ექსპორტმა 788,1 მილიონი, ხოლო იმპორტმა კი 2 მილიარდ 302 მილიონი დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ აპრილში 3 694 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.