
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა
19-05-2022
საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი უკვე მეოთხე თვეა, მცირდება.
ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში იმპორტით 70.611 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია შემოვიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 73%-ით ნაკლებია. 2021 წლის აპრილში იმპორტირებული დენის მოცულობა 259.600 მლნ კვტ-სთ-ს შეადგენდა.
რაც შეეხება 2022 წლის 4 თვეს, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი ელექტროენერგიის იმპორტის კლების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, იანვარში საქართველომ იყიდა 406.361 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, თებერვალში - 357.029 მლნ კვტ-სთ, მარტში - 331.050 მლნ კვტ-სთ და აპრილში 70.611 მლნ კვტ-სთ.
AutoPlay

ირანი რუსულ ნავთობთან კონკურენციაში დაბალი ფასებით შედის
გამოქვეყნდა 11 საათის წინ

საქართველოში ფასები ისევ სწრაფი ტემპით იზრდება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ

ივნისში თურქეთში ინფლაციამ 78,62% შეადგინა
გამოქვეყნდა 20 საათის წინ

CBS-მა რუბლი წლის ყველაზე ძლიერ ვალუტად დაასახელა
გამოქვეყნდა 20 საათის წინ

Toyota გაყიდვების კლებას განიცდის
გამოქვეყნდა 20 საათის წინ

ატამსა და ვაშლატამაზე წელს მოთხოვნა მაღალია
გამოქვეყნდა 20 საათის წინ