კომპანია Apple ტექსასის შტატში, ქალაქ ოსტინის ჩრდილოეთით ახალ კამპუსს ააშენებს, რაც 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება. გარდა ამისა, მომდევნო ხუთ წელიწადში კომპანია რამდენიმე მონაცემთა ცენტრს ააშენებს, რისთვისაც 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. საერთო ჯამში, კომპანია შეერთებულ შტატებში 20 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.ქალაქ ოსტინში Apple-ს უკვე აქვს ტექნიკური ცენტრი. ახალი კამპუსი ამ ცენტრიდან ერთი მილის დაშორებით აშენდება და დაახლოებით, 54 ჰექტარს დაიკავებს. ოსტინის ახალი კამპუსის გარდა, Apple მომდევნო სამ წელიწადში ცენტრებს სიეტლში, სან დიეგოსა და ქალვერ სითიში ააშენებს.