კომპანია Apple ამუშავებს ახალი თაობის უსადენო მაგნიტურ დამტენს სმარტფონებისთვის. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, Apple-ის სპეციალისტები ამ სიახლეზე უკვე წელიწადია მუშაობენ. უსადენო აკუმულატორი იქნება თავსებადი მოწყობილობასთან MagSafe, რომელიც განკუთვნილია სწრაფი დატენვისთვის. მისი კორპუსი თეთრი ფერის იქნება.
როგორც Bloomberg-ი წერს, ახალი ტექნოლოგია განსხვავდება Apple-ის კარგად ნაცნობი პროდუქციისგან Smart Battery Case. თუმცა, მეტი დეტალის შესახებ ამ დროისთვის ცნობილი არ არის. დიდი ალბათობით სიახლის პრემიერას თებერვლის ბოლოს ან მარტში უნდა ველოდოთ.