03:41
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Apple საშემოდგომო პრეზენტაციას 14 სექტემბერს გამართავს
09-09-2021

ამერიკული კორპორაცია Apple 14 სექტემბერს აპირებს გამართოს ონლაინ პრეზენტაცია, რომელზეც, დიდი ალბათობით, ახალი თაობის iPhone და რამდენიმე სხვა სიახლე იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზენტაცია კორპორაციის სათავო ოფისში, კუპერტინოში გაიმართება და მისი ტრანსლირება Apple-ის ვებ-გვერდზე მოხდება.

როგორც მოსალოდნელია Apple ამ ღონისძიებაზე რიგითობის მიხედვით მე-13 თაობის სმარტფონ iPhone-ს და ჭკვიან საათს Apple Watch Series 7-ს წარმოადგენს. ტრადიციისამებრ მოდელებზე შეკვეთების მიღება უკვე პირველი პარასკევიდან - 17 სექტემბრიდან, გაყიდვები კი 24 სექტემბრიდან დაიწყება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები