ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple თანამშრომლებისთვის საკუთარ კერძო კლინიკას გახსნის. კომპანია ორი შენობის აშენებას გეგმავს სანტა კლარაში, რომელთაც აღწერს როგორც ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს სამედიცინო სფეროში. ერთი შენობა კომპანიის Apple Park-ში მდებარე სათავო ოფისის spaceship-ის შიგნით განთავსდება, მეორე კი ამ შენობიდან ჩრდილოეთით.
როგორც ჩანს, კომპანიის სამედიცინო დაწესებულება უფრო ორინტირებული იქნება დაავადებების პრევენციაზე, სწორედ ამიტომ მეტი ყურადღება დიეტებსა და სავარჯიშო პროგრამებს მიექცევა.